Tesla-მ კლავ რეკორდული ზარალი მიიღო



  2018 წლის მეორე კვარტალში ზარალმა 717,5 მლნ დოლარი შეადგინა, პირველი კვარტლის ზარალი უდრის 336,4 მლნ-ს. ( მომზადებულია მანქანების გაქირავება   ის მიერ )

   ანგარიშგების მიხედვით, ზარალი დიდ წილად დაკავშირებულია ახალ მოდელებში, კერძოდ, ელექტროკარ Model 3-ში დაბანდებასთან. თუმცა ამ მოდელის მოგება «ნელნელა გადადის დადებით მაჩვენებელზე, მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის ზრდა 15% მდე მესამე კვარტალში» - ნათქვამია ანგარიშში.


www.manqanebisgaqiraveba.ge
მანქანების გაქირავება იაფად - www.manqanebisgaqiraveba.ge

  «ჩვენ ველოდებით, რომ მესამე კვარტალში ვაწარმოებთ 50-55 ათას მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას... მოდელის საერთო მოგება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს - დაახლოებით 15%-მდე მესამე კვარტალში და დაახლოებით 20%-მდე მეოთხე კვარტალში - ძირითადად საწარმო დანახარჯების მუდმივი შემცირებების გამო», - იუწყება კომპანია.
საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, Tesla ამტკიცებს, რომ ბაზარი ამ მოდელისთვის ბევრად ფართოა, ვიდრე საშუალო ზომის პრემიუმ-კლასის სედანებისთვის.

   უფრო ადრე ოთხშაბათს სააგენტომ ბლუმბერგმა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ Tesla აპირებს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ქარხნის მშენებლობისთვის ჩინეთში აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ამასთან კომპანია იმედოვნებს, რომ სახსრების ნაწილს მოიზიდავს ჩინეთში.


www.manqanebisgaqiraveba.ge
მანქანების გაქირავება დღიურად - www.manqanebisgaqiraveba.ge 


   Tesla Model 3 - ელექტრული ხუთადგილიანი სედანი, მოდელი წარმოდგენილ იქნა 2106 წლის 31 მარტს. Tesla Model 3 მუშავდება ახალ პლატფორმაზე, რომელიც განსხვავდება Tesla Model S-სა და Tesla Model X-ში გამოყენებულ პლატფორმებისგან. Tesla Model 3 გახდა კომპანიის პირველი მოდელი, რომელიც ორიენტირებულია ფართო მასებზე. სრულამძრავიანი Tesla Model 3-ის განახლებული ვერსია 4,5 წამში ანვითარებს 100 კმ/სთ. სვლის მარაგი შეადგენს - 520 კმ, მაქსიმალური სიჩქარე - 230 კმ/სთ. ამ ვერსიის ღირებულებაა - მოდელის საბაზისო ფასს 35 000 დოლარს პლუს ხუთი ათასი დოლარი.